|
2018-07-16 11:39:39, 714 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს იტალიის პრეზიდენტი ეწვევა
სახელმწიფო ვიზიტით თბილისს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დელეგაციასთან ერთად ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება გიორგი მარგველაშვილისა და სერჯო მატარელას პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და ქართული და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები: საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან ილია მეორესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. სერჯო მატარელა, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. იტალიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს "ქართულ-იტალიური" ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)