|
2018-07-15 15:16:54, 1097 ნახვა
პოლიტიკა
არმაზ ახვლედიანი ოპოზიციის ნაწილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაასახელა
არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად დაასახელა. ახვლედიანის კანდიდატურა ექვსმა პარტიამ წარადგინა: "თავისუფალი დემოკრატები", შენების მოძრაობა", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო". არმაზ ახვლედიანი საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა და პრინციპში, ჩვენ ვეთანხმებით. ახლაც ვმსჯელობთ. მოვითხოვთ კანდიდატისგან, დაასახელოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც, ვისთან ერთად აპირებს საქმიანობას. ახალი კანონმდებლობით, პრეზიდენტს თავმჯდომარესთან ერთად უნდა წარედგინოს აჭარის ოთხი მინისტრი“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, პეტრე ზამბახიძემ. არმაზ ახვლედიანი „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს დებატებში იწვევს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)