|
2018-07-14 23:35:23, 1311 ნახვა
პოლიტიკა
101 მომხრე, 12 წინააღმდეგი - მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. სამთავრობო პროგრამას და გუნდს ნდობა 101 -მა დეპუტატმა გამოუცხადა, წინააღმდეგ კი, ხმა -12მა მისცა. გუნდში სამი ახალი მინისტრია - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობურია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. რაც შეეხება სხვა უწყებებს, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია: შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი. სტრუქტურული ცვლილების შედეგად, 14 სამინისტროს ნავლად 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)