07:13 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 20:36:06, 878 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშორებით გიორგი მარგველშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მარგველაშვილი წინასაარჩევო სტრესის ქვეშ იმყოფება. 

"ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება ნებისმიერი დავასახელოთ, რომელიც უალტერნატივო იქნება. სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არა მხოლოდ გამოძახილია, არამედ თვითონვე ამბობს, რომ ჯერ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, შეიძლება იყაროს თუ არა კენჭი", - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა TV25-ის ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს ვერ ასახელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics