23:44 - 03 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 21:22:05, 1688 ნახვა

სამართალი
შსს ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს, - ამის შესახებ „ქსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.

მათი თქმით, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

„გამოძიება გაუპატიურების ვერსიაზეც მუშოაბს და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სასამართლომ 11 ივლისს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ევროკავშირიდან თითქმის ათასი რუსი დიპლომატის გაძევების წინადადება წამოაყენა
ტრამპმა გადაწყვიტა, ევროპას მოითხოვოს, აშშ-ს უკრაინაში წარსულში მიწოდებული იარაღისთვის გადახდა
ადვოკატი ღარიბაშვილზე- მან კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა და კითხვებიც დასვა
პროკურორი - მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა სხვადასხვა მოარულ ინფორმაციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics