|
2018-07-13 17:26:01, 913 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ მცირე მთავრობის კონცეფციას მხარს არ უჭერს
„პატრიოტთა ალიანსი“ მცირე მთავრობის კონცეფციას წარმოდგენილი ფორმით მხარს არ უჭერს. როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეერთება, მიუღებელია. „მცირე მთავრობის კონცეფციას, ჩვენ ამ ფორმით არ ვუჭერთ მხარს. მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტროსთან არ უნდა ერთიანდებოდეს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. თუ თქვენ ამ კონცეფციის ლოგიკას გავყვებით, განათლების სამინისტროსთან კვეთა აქვს ყველა სხვა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება განათლებული არმია, განათლებასთან აქვს კვეთა ეკონიმიკის სამინისტროს, სხვა სამინისტროებს და თქვენი ლოგიკით გამოდის, რომ უნდა შეიქმნას განათლების და კიდევ სხვა დანარჩენი სამინისტროების სამინისტრო?! განათლების სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს, ამაზე ისაუბრა, ბატონმა მიხეილმა, ჩვენ ყურადღებით მოვისმინეთ მისი გამოსვლა, კარგი იქნება და თქვენც აქცენტირებული ხართ ამაზე, რაც მისასალმებელია, მეცნიერების განვითარების სტიმულირება ქვეყანაში. განათლების სამინისტროს უნდა ერქვას მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო სინამდვილეში, ისეთი ვითარებაა დღეს ჩვენს ქვეყანაში. მეტი სტიმული, მეტი განვითარება სჭირდება მეცნიერების განვითარების კომპონენტს ჩვენ ქვეყანაში, და შესაბამისად, მხარს არ ვუჭერთ განათლების სამინისტროს ფარგლებში სხვა სამინისტროების გაერთიანებას“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. ინაშვილმა ასევე სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანებაზე ისაუბრა და სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს, კახა კახიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების სისტემამ რასაც მიაღწია, ის მონაპოვარი იყოს შენარჩუნებული. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მინისტრ კახი კახიშვილს იმ სამსახურისთვის, რაც ჩადო ამ წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი სისტემის ჰუმანიზაციის კუთხით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ არასწორია იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემის გაერთიანება. სასჯელაღსრულების სისტემა დამოუკიდებელ კომპონენტად, ეფექტურად მუშაობდა და ჩვენ როცა მოვალთ ხელისუფლებაში, ამ კომპონენტს ისევ დამოუკიდებელ კომპონენტად გამოვყოფთ“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)