11:22 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 17:12:05, 799 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღებმა 6-თვიანი ანგარიშები წარადგინეს

საბავშვო ბაღების დირექტორებმა აღსაზრდელების მშობლებს, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობას, მაჟორიტარ დეპუტატებსა და გამგებლებს საქმიანობის 6-თვიანი ანგარიში წარუდგინეს. 

შეხვედრების კვირეული ვაკის რაიონის ბაღებმა დაასრულეს. ვაკის რაიონში მდებარე თოთხმეტი ბაგა-ბაღის დირექტორი N83 ბაგა-ბაღში შეიკრიბა, სადაც მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ინდივიდუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.  

 „ამ პროექტის მიზანია ბაგა-ბაღებისა და სააგენტოს მხრიდან ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა და ამავდროულად, საზოგადოების და განსაკუთრებით, ჩვენი აღსაზრდელების მშობელთა მეტად ინფორმირება იმ უზარმაზარი შრომის შესახებ, რომელსაც ბაღების თითოეული თანამშრომელი ეწევა მთელი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ და დასძინა, რომ სამომავლოდ იგეგმება მშობელთა ჩართულობის ზრდა ბაგა-ბაღების ყოველდღიურ საქმიანობაში. 

შეხვედრას სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics