|
2018-07-13 10:43:13, 893 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ
საქართველოს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. ამ დროისთვის გაერთიანებული კომიტეტების ორი პარალელური სხდომა მიმდინაროებს, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კომიტეტების შემდეგ, კანდიდატები ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“, „ნაციონალური მოძრაობის“, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების წინაშე წარდგებიან. მოსმენების დასრულების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებენ. სწორედ ხვალ გაიმართება კენჭისყრა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე. ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)