|
2018-07-13 10:01:40, 880 ნახვა
საზოგადოება
გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო გამოცდების პასუხების გამოქვეყნების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ცენტრში აცხადებენ, ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები არ არის. „სოციალურ ქსელში გავრცელებულ თითქოსდა სამაგისტრო გამოცდების პასუხების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები. „ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები. გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას”, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)