11:23 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 17:22:19, 879 ნახვა

საზოგადოება
ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი თბილისში გადმოჰყავთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებულები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, ის თელავის რეფერალური ჰოსპიტალისა და ყამბარაშვილის კლინიკის ექიმებისგან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო. 

ერთ პაციენტს თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანენ. რეანომობილით მისი სამედიცინო ტრანსპორტირება რამდენიმე წუთში დაიწყება. რაიონულ კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ. 

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად 5 პირი დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა თელავის რაიონულ კლინიკებში გადაიყვანეს. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics