|
2018-07-12 16:42:26, 792 ნახვა
საზოგადოება
ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთ დაშავებულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჯონიაშვილმა განუცხადა, მამაკაცს დაზიანებები მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა. „ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამ ეტაპისთვის პაციენტი გამოყვანილია პოსტოპერაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს ოპერაციის შემდგომი მკურნალობა“, - განაცხადა ხათუნა ჯონიაშვილმა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რომელიც ამავე საავადმყოფოში მკურნალობს, ჯონიაშვილის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. „მას გულმკერდის მრავლობითი ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა ქირურგიულ ჩარევას ის არ საჭიროებს“, - აღნიშნა საავადმყოფოს დირექტორმა. დანარჩენი სამი პირი თელავის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თელავის რაიონის სოფელ ართანასთან ავარიული დაშვება განახორციელა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი 5 პირი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)