|
2018-07-12 09:18:11, 867 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა კახიშვილი დაინიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ პრმიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „კახა კახიშვილი ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში. მაგრამ, წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას ენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი როლი რეფორმების კოორდინაციის საქმეში და შესაბამისად, კახა დაიკავებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს. ის ჩემთან ერთად, ამ პოზიციიდან შეძლებს, რომ კოორდინაცია გაუწიოს ყველა იმ რეფორმის დროულ დანერგვას, რომელიც არის ჩვენი მხრიდან დაანონსებული. კახიშვილმა აღნიშნულ პოსტზე შალვა თადუმაძემ შეცვალა, რომელიც მთავარი პროკურორობის კანდიდატია. კახიშილი სასჯელაღსრულების სამინისტროს 2015 წლის პირველი აგვისტოდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)