|
2018-07-11 17:14:05, 647 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა
დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატო-ს რიგით 29-ე სამიტი გაიხსნა. სამიტში მონაწილეობას ალიანსის 29 წევრი ქვეყნის ლიდერი მიიღებს. ქვეყნების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას ნატო-ს შეკავების პოლიტიკაზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე. აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში შედგება მოლაპარაკებები ახალი ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მომავალში მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი ქვეყანა გახდება. საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფახალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)