|
2018-07-11 13:10:19, 733 ნახვა
საზოგადოება
ბილაინის მომხმარებელს მომსახურების შეფასება მომენტალურად, მარტივი გამოკითხვით შეუძლია
მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს კომპანიის მომსახურების ხარისხი მომენტალურად, მარტივი გამოკითხვით შეაფასოს. ბილაინის მომხმარებელი კომპანიას აწვდის საკუთარ მოსაზრებას ვების, სოციალური მედიის, მობილური აპლიკაციისა და სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. ამიერიდან, ამ ჩამონათვალს დაემატა მოკლე კითხვარი SMS-ის სახით, რაც აბონენტს საშუალებას აძლევს შეაფასოს ბილაინის პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხი. ბილაინის მომხმარებელს საკუთარი აზრისა და გამოცდილების დაფიქსირებისთვის შეუძლია გამოიყენოს: კომპანიის facebook-ის გვერდი, „ბილაინის მხარდაჭერის პლათფორმა“, სატელეფონო ცენტრი, „პირადი კაბინეტი“ და MyBeeline აპლიკაცია, იმის მიხედვით, რომელი გზა არის აბონენტისთვის უფრო მოსახერხებელი. ბილაინისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნებისმიერი მოსაზრება და კომენტარი, რათა კომპანიამ იზრუნოს მომსახურების მუდმივ გაუმჯობესებაზე და მომხმარებლის მოთხოვნაზე კიდევ უფრო მეტად მორგებაზე.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)