|
2018-07-10 14:57:38, 577 ნახვა
რეგიონი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ბთუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება
13 ივლისს, ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმი სასტუმრო "ვინდემ ბათუმში" (მის.: მემედ აბაშიძის ქუჩა N33) 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება. დასაქმების ფორუმზე 35-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით ჩაერთვება. კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ სამუშაო ადგილებს მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დროის მცირე მონაკვეთში, დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა. დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, პერსონალურ მობილურ ნომერზე, უკვე გაუგზავნა საინფორმაციო, მოკლე ტექსტური შეტყობინება ბათუმის ფორუმის შესახებ. სააგენტომ ორგანიზება გაუწია დასაქმების ფორუმში მსხვილი და საშუალო დამსაქმებლების დასწრებას. ფორუმის მსვლელობისას მოხდება ყველა იმ მოქალაქის რეგისტრაცია დასაქმების პორტალზე, ვინც ამ დრომდე worknet.gov.ge-ზე არ დარეგისტრირებულა. დღეის მდგომარეობით, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი ხორციელდება. მეორე ეტაპი - შემოდგომაზე დაიწყება და დასრულებისთანავე სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური, მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე თელავშია დაგეგმილი.
(NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)