10:52 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 13:22:04, 929 ნახვა

სამართალი
ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმე - შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, ხადას ხეობაში ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არიან, 6 ივლისს გაუჩინარდნენ.  1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა გუშინ გარდაცვლილები იპოვეს, ბავშვის ცხედარს კი, სამართალდამცველებმა დღეს მიაგნეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით 19 წლის მწყემსია დაკავებული. მათი თქმით, მწყემსს ტურისტ მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც რამდენიმე გასროლა განახორციელა.  რაიან სმიტის მანქანა გზის პირას ნახეს. მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ქალის ცხედარი კი ჩანჩქერთან. რაც შეეხება მცირეწლოვანს, მისი ცხედარი დამარხული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics