12:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 11:40:18, 1900 ნახვა

რაიან სმიტს მარნეულში საბავშვო მოედნის მოწყობა საკუთარი ფულით სურდა

მოკლულ ამერიკის მოქალაქეს რაიან სმიტს მარნეულში საბავშვო მოედნის მოწყობა სრუდა. ამ მიზნით წინა თვეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს თხოვნით, მიმართა საბავშვო მოედნისთვის ადგილის გამოყოფის შესახებ.

 რაიანი დიდი ხანია, რაც მარნეულში საბავშვო მოედნის მოწყობითვის იბრძოდა, ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებდა.  მარნეულის მერიასთან თხოვნა მხოლოდ საჭირო ტერიტორიის გამოყოფაზე აქვს, რაზეც მან ოფიციალური პასუხი ჯერ  ვერ მიიღო.

რამდენიმე თვეა, რაც რაიანმა სოციალურ ქსელში, ფეისბუკზე კამპანია „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც იგი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა.

რაიან და ლორა სმიტები  მარნეულში 7 წელია ცხოვრობდნენ. რაიანს მიაჩნდა, რომ ბავშვებს უსაფრთხო საბავშვო მოედანი ძალიან სჭირდებათ.

რაიან სმიტს პარკისთვის სახელიც შერჩეული ჰქონდა:  „მოუშვი ბავშვები ჩემთან“ ტერიტორიის შესაძლო ვარიანტსაც განიხილავდა, რომელიც მარნეულის მერიის შენობის ახლოს მდებარეობს. კერძოდ კი 2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე,  უკვე ერთი წელზე მეტია მარნეულის მერიიდან პასუხს ელოდებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics