10:11 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-08 12:01:02, 669 ნახვა

საზოგადოება
ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა

ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან, მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან ერთად გახსნა.

ახალ შენობაში პერსონალის მუშაობისა და მოსვენებისთვის ყველა პირობაა უზრუნველყოფილი. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი.

პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. დღესვე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფოთის რაიონულ სამსახურს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადაეცა. მისი საშუალებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება განხორციელდება, რაც რეგიონში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულობას გაზრდის. ინფრასტრუქტურული პროექტი გაგრძელდება და წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 17 რაიონულ სამსახურს გადაეცემა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics