|
2018-07-08 11:20:31, 742 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სტრატეგიული თამაშის - „დააკავე დამნაშავე“ გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე პოლიციის დღისადმი მიძღვნილი სტრატეგიული თამაშის - „დააკავე დამნაშავე“ გამარჯვებულ ბავშვებს შეხვდა. თამაშის წესების მიხედვით, მოზარდები სპეციალური მინიშნებების მეშვეობით და სხვადასხვა სირთულის დავალებების შესრულებით ეძებდნენ დამნაშავეს. გამოვლინდა 5 გამარჯვებული, რომლებსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებული ბავშვები, ასევე, დაჯილდოვდნენ მთავარი პრიზით - „1-დღიანი ტური საპატრულო პოლიციაში“. მოზარდებმა საპატრულო პოლიციის შენობა, პატრულ-ინსპექტორთა შეიარაღება, აღჭურვილობა და ახალგახსნილი ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს. ბავშვებმა საპატრულო პოლიციის საქმიანობას გაცნობის შემდეგ დედაქალაქის ისტორიულ უბნებში გადაინაცვლეს და ქვეით პატრულთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე „იზრუნეს“. არასწრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და საპატრულო პოლიციის შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)