|
2018-07-07 12:54:01, 760 ნახვა
რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში კაკლის და მაყვლის ახალი ბაღები გაშენდა
“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „გეალოგოს“-მა 8 ჰა მიწის ფართობზე კაკლის და მაყვლის ახალი ბაღი გააშენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხეხილის ბაღები გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „გეალოგოსის“ კაკლის და მაყვლის ბაღიდაათვალიერა. ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღიების გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 36.215 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 24.220 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 11.995 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. ჯამურმა ინვესტიციამ 62.790 ლარი შეადგინა პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5.264 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 28.037.524 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1820 ჰა მიწის ფართობზე. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)