|
2018-07-07 12:01:07, 837 ნახვა
სამართალი
„ეს არის კანონის დარღვევის მცდელობა“ - საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც გამომძიებელ ირაკლი ფიფიას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა ბედოიძეს კითხავენ, კამათი ფონზე მიმდინარეობს. კამათი კომისიის წევრის ირაკლი აბესაძის შეკითხვას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების რომელი ფორმა გამოიყენა გამოძიებამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირების ტელეფონებიდან ინფორმაციის მისაღებად, რაზეც მას უპასუხეს, რომ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და მისი გამჟღავნების უფლება არ აქვთ. აბესაძის შეკითხვას კომისიის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კანონის დარღვევის მცდელობაა. „ჩვენ მაქსიმალურად ზედმიწევნით უნდა დავიცვათ კანონი, ეს არის პროცედურა. როდესაც დაკითხვის პროცესში ადგილი აქვს კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტს და ასეთი მოხდა უკვე რამდენიმე დღის წინ. პროცედურის დარღვევაა, თუ ჩვენ მოვითხოვთ ოპერატიული ინფორმაციის მიღებას, მაშინ როდესაც კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს კონკრეტულ პირებს და ჩამოთვლილია ეს პირები: პროკურატურა შეზღუდული უფლებით, სასამართლოს, ინსპექტორსაც შეზღუდული უფლებით. არც ნდობის ჯგუფის ფარგლებში არ არის დაშვება ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული ინფორმაციის გაცნობაზე, თუ ეს ეხება ბიუჯეტის საკითხებს და არის საიდუმლო ინფორმაცია, მეც ვარ ნდობის ჯგუფის წევრი და ვიცი კანონი. ბატონი ირაკლი აბესაძე რასაც აკეთებს, ეს არის პირდაპირ მცდელობა კანონის დარღვევის. ვადასტურებ, რომ მაინტერესებს ინფორმაციები მივიღო, მაგრამ არ შეიძლება ეს ვაკეთოთ კანონის დარღვევის ხარჯზე“, - განაცხადა ბესელიამ და კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს მიმართა, კანონის მოთხოვნის დაცულობა უზრუნველყოს. საპასუხოდ, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ შეკითხვით კანონის დარღვევა ვერ მოხდება: „შეკითხვით კანონს ვერ დავარღვევთ ქალბატონო ეკა და არ შეეშლებათ პოლიციელებს, არ ისაუბრონ იმაზე, რაზეც არ სურთ, ასე რომ თქვენი ჩართვა საჭირო არ არის. როგორც შეიძლება როდესაც საგამოძიებო მოქმედებების თითქმის ნახევარზე გვეუბნებიან, რომ ოპერატიულად იმუშავეს, არ გვაინტერესებდეს რა ოპერატიულ მუშაობაზეა საუბარი“, - განაცხადა აბესაძემ.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)