|
2018-07-05 17:09:30, 957 ნახვა
საზოგადოება
საგარეო: ინფორმაცია, თითქოს სოხუმში იორდანიის დელეგაცია იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოხუმში იორდანიის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს. უწყების ცნობით, სოხუმში კერძოდ ვიზიტით ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. „ეს არის ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენელთა კერძო ვიზიტი და მათ მიერ გაჟღერებული წინადადებები და/ან ინიციატივები არ ასახავს იორდანიის ოფიციალურ პოზიციას (მუნირ სობარი არ წარმოადგენს სენატის ვიცე-პრეზიდენტს, იგი არის რიგითი სენატორი, ხოლო დანარჩენი პირები, არ არიან საჯარო მოხელეები). ჩვენ იორდანიასთან გვაქვს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აქტიური და დინამიური დღის წესრიგი. ხორციელდება ვიზიტები მაღალ დონეზე (შარშან პრემიერ-მინისტრი, წელს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ იორდანიაში ვიზიტით), ისევე, როგორც პოლიტიკური კონსულტაციები. იორდანიის მხარეს არაერთხელ საჯაროდ დაუფიქსირებია თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მათ შორის მხარდაჭერა მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული იორდანიის პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერების მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე იორდანიაში წელს გამართული ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებაში. შეგახსენებთ, „სპუტნიკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით იორდანიის დელეგაცია იმყოფებოდა და რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაუჯ ხაჯიმბას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)