|
2018-07-04 16:22:01, 761 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე - 4 ივლისი მიულოცა და საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. „გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის უდიდესი მონაპოვარი, რაზეც დგას სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარში გვედგა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გვერდში დგომისთვის. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ კოლეგებს კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტია და რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სამომავლო ურთიერთობებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)