|
2018-07-03 12:02:23, 591 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები გაიმართა
26 - 30 ივნისს თბილისში, სპორტკომპლექსში "ახალი თბილისი", გაიმართა 2018 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპი, რომელმაც გამარჯვებული სკოლები, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინა. ოლიმპიადა 2018-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობას იღებდა 2002-2003-2004 წლებში დაბადებული 156 მოსწავლე (გოგონები, ვაჟები) მთელი საქართველოდან. გამარჯვებულები სპორტის 7 სახებაში: ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, გეზმრბენში და მინიფეხბურთში გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელები ავტომატურად ხდებიან 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები. სპორტული ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს მონაწილეობას 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებდა. საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის დასკვნითი ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია. გენერალური სპონოსრი ვითიბი ბანკია.
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)