06:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 11:30:52, 543 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში გამართულ  შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საველე პირობებში გამართული შეხვედრის მიზანი ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის საჭირო ხელსაწყოების დემონსტრირება იყო. 

როგორც ლევან დავითაშვილმა განცხადა, საქართველოში სატყეო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანიც ტყის ეროვნული  ინვენტარიზაციაა და აღნიშნულ პროცესში საბუნებისმეტყველო დარგის სტუდენტების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს, მმართველი ორგანოსა და დაცვის სტატუსის მიუხედავად. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგორც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ.
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  მხარდაჭერით,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის "ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.
კოჯრის ტყეში გამართულ სადემონსტრაციო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი  და სატყეო სექტორით დაინტერესებული სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics