|
2018-07-02 19:00:58, 839 ნახვა
კომენტარი
„ჩემი შვილი რომ გაიზრდება და მეტყვის, მამა ტელეფონი კარადის უკან არისო, მოგიტანთ“ - კუპრავა მდინარაძეს
„რაში გაინტერესებთ ჩემი ტელეფონის სხვა ფაილები? ჩანაწერები ხომ გაქვთ?!“, - ასე მიმართა ზვიად კუპრავამ საგამოძიებო კომისიაში მყოფ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებიც დაინტერესდნენ, სად არის ჩანაწერი, სადაც არასრულწლოვნები საქმეში ბორის კაკუბავას შესაძლო ჩარევაზე საუბრობენ. „ჩანაწერი მე და ზაზამ გავაკეთეთ, მე ვიცოდი რომ ეს ბავშვები ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ. ჩანაწერი გააკეთა ზაზამ ჩემი ძველი ტელეფონით, იმიტომ რომ ზაზასი ხარვეზიანი იყო“, - აღნიშნა ზვიად კუპრავამ. ამის შემდეგ მას კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ მიმართა: „ტელეფონი, რომლითაც მოხდა ჩაწერა და რომელსაც გთხოვდათ პროკურატურა, მიეცით თქვენ შვილს და ბავშვმა სად გადააგდო არ იცით?!“. საპასუხოდ კუპრავამ განაცხადა, რომ ჩანაწერი ტელევიზიების ეთერში გავიდა და ინფორმაციის მისაღებად მისი ტელეფონი საჭირო არ არის. „ეს სიტყვები გამომძიებელს ვუთხარი, გამომძიებელი ცდილობდა ჩემგან ტელეფონის ამოღებას, იმის ნაცვლად რომ ჩანაწერი ამოეღოთ, ჩემი ტელეფონი უნდოდათ. მე ვუთხარი ჩემს ტელეფონს თქვენ არ მოგცემთ, ჩემი ტელეფონი რად გინდათ?! ჩანაწერი ამოიღეთ, რომლის ორიგინალიც რუსთავი 2-ს გააჩნია, „ტევე პირველს“ გააჩნია, შეგიძლიათ მარტივად ამოიღოთ ამათგან ეს“, - აღნიშნა ზვიდ კუპრავამ. მდინარაძემ იგივე კითხვით მას კიდევ ერთხელ მიმართა: „ტელეფონი, რომელზეც ჩაწერეთ, მათ უთხარით, რომ ბავშვმა გადააგდო...?!“. „არა, გადააგდო არ მითქვამს, მე ვუთხარი რომ ჩემი ტელეფონი ნამდვილად დაზიანდა და ის, რომ ბავშვს დავაკავებინე ხელში...“, - მიმართა ზვიად კუპრავამ მდინარაძეს. „ბატონი ზვიად, მართლა ჩასაფრებული კი არ არის ვინმე, მარტივად გეკითხებით, ეს ტელეფონი წეღან დამიდასტურეთ, კი ბავშვმა გადააგდოო, ახლა სხვას ამბობთ, რა მოხდა რეალურად?“, - ჰკითხა მდინარაძემ კუპრავას. „მათ ჩემი ტელეფონის ამოღება უნდოდათ, მათ ჩემს ტელეფონში არსებული სხვა ინფორმაციები უნდოდათ და მე ძალიან კარგად მივხვდი რა უნდოდა გამომძიებელს. მათ როცა ჩანაწერი მომთხოვეს, მივუთითე ორგანიზაციები, საიდანაც უნდა ამოეღოთ ეს ჩანაწერები. ჩემი შვილი, ნიკუშა რომ გაიზრდება, ლაპარაკს დაიწყებს და მეტყვის, რომ მამა ტელეფონი კარადის უკან არისო, მოგიტანთ და ჩაგაბარებთ. ბატონო მამუკა, რაში გაინტერესებთ ჩემი ტელეფონის სხვა ფაილები? ჩანაწერები ხომ გაქვთ!“ , - აღნიშნა ზვიად კუპრავამ მდინარაძის საპასუხოდ. „სისხლის სამართლის ძალიან ზოგადი პრინციპია, რომ როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა მისი სანდოობის ხარისხი, მისი ჩვენების ხარისხი შეიძლება შეეხებოდეს რაღაც სხვა თემას, და აქ იკვეთებოდეს მისი სანდოობის და არასანდოობის ხარისხი“, - უპასუხა მამაუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელძღვანელი ზვიად კუპარავა გამოიკითხა. კომისიის სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ კუპრავამ გამოძიებას ახალი ინფორმაცია ვერ მიაწოდა. ამის მიუხედავად, კომისიაში მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ კუპრავას მიმართ კითხვები დარჩათ და კომისიის თავმჯდომარეს მიმართეს, კუპრავას დაკითხვა უახლოეს დღეებში გაგრძელებულიყო, თუმცა სერგი კაპანაძემ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)