|
2018-07-02 14:35:56, 538 ნახვა
საზოგადოება
თელავში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საკითხზე მედიატური გაიმართა
1-ელ ივლისს თელავში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის მედიატური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები თელავში მოქმედი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მუშაობას გაეცნენ. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ცენტრი ემსახურება არა მხოლოდ თელავის, არამედ მიმდინარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გაიმართა ავტომობილების სატესტო შემოწმება, რომლის დროსაც ჟურნალისტებმა მიიღეს სრული ინფორმაცია შემოწმების პროცედურის შესახებ. მედია ტურს ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის მთავარი სპეციალისტი გიორგი შიოლაშვილი. მისი განცხადებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის გასატარებლად უმნიშვნელოვანესია როგორც გამართული ინფრასტრუქტურა, ასევე საზოგადოების მხარდაჭერა. „დღევანდელმა მედიატურმაც აჩვენა, რომ ჟურნალისტებს არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ აღნიშნული რეფორმის, მისი მიზნებისა და სამომავლო შედეგების შესახებ. ჩვენ. სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, გავაგრძელებთ მედიისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის მსგავსი აქციების ჩატარებას, რადგან მიგვაჩნია, რომ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია რეფორმის წარმატებისთვის. არანაკლებ საყურადღებოა ის გარემოება, რომ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ტესტირების ცენტრები იხსნება არა მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებშიც, სადაც ავტომობილების შედარებით მცირე რაოდენობაა რეგისტრირებული. რეფორმა ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ეკუთვნის, ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ტესტირების პროცესის გავლა მეტი კომფორტით მოხდეს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი შიოლაშვილმა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)