|
2018-07-02 09:41:43, 561 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების 5 მარშრუტი აამოქმედა
თბილისის მერიამ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, დღეიდან 26 ივლისის ჩათვლით, 06:00 საათიდან 20:00 საათამდე 5 სპეციალური დროებითი მარშრუტი დააწესა. მერიის ცნობით, ავტობუსები საგამოცდო დღეებში იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან. აღნიშნული მარშრუტებია: მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - N175 საჯარო სკოლა. ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს, იგივე მარშრუტს გაივლის უკუმიმართულებითაც. მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – N39, N173 და N177 საჯარო სკოლები. ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე, გაივლის N39 და N173 საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით N177 საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო „ახმეტელთან“ ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება. მეტროსადგური „ვარკეთილი“ – N117 საჯარო სკოლა. ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება „ვარკეთილის ხიდებამდე“, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო „ვარკეთილთან“ დაბრუნდება. მეტროსადგური „სამგორის“ ზედა გასასვლელი - N103 საჯარო სკოლა. ავტობუსი მოძრაობას მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით, კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელთან დაასრულებს. მეტროსადგური „დიდუბე“ – N147 საჯარო სკოლა. ავტობუსი წერეთლის გამზირიდან რობაქიძის გამზირზე გადავა და პაიჭაძის ქუჩაზე ჩაუხვევს. ავტობუსი უკუმიმართულებით იგივე მარშრუტს გაივლის.
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





