|
2018-07-01 13:07:08, 577 ნახვა
საზოგადოება
ჯავის ქუჩის სამი შესახვევი და თიგიშვილის პირველი შესახვევი კაპიტალურად შეკეთდა
ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩის სამ შესახვევში, ასევე, თიგიშვილის პირველ შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ჯავის მე-2 და მე-3 შესახვევების ქანობიან მონაკვეთებზე ბეტონის საფარი მოეწყო, ძირითად ნაწილზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. გზა ასევე, მოასფალტდა ჯავისა და თიგიშვილის პირველ შესახვევებში. თიგიშვილის შესახვევში, გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და გზის დამჭერი ორი საყრდენი კედელი აშენდა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. „ქანობიანი რელიეფის გამო, გზის რეაბილიტაცია ჯავის მე-2 და მე-3 შესახვევებში განსაკუთრებით რთული იყო. აღნიშნულ მისამართებზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია GWP-მ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა. რაიონის გამგეობამ ჯავის პირველი, მე-2 და მე-3 შესახვევები კაპიტალურად შეაკეთა და მოსახლეობა უკვე რეაბილიტირებული გზით სარგებლობს. მომდევნო წელს საგზაო ინფრასტრუქტურას ჯავის ქუჩის სხვა შესახვევებშიც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. აღნიშნული პროექტებით გზის საფარი სულ 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 337 000 ლარი გამოიყო. NS
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)