|
2018-06-30 15:41:20, 990 ნახვა
სამართალი
შპს „ალბატროსის“ შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შპს „ალბატროსის“ შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გუშინ უწყებას ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ჟურნალისტმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ „ალბატროსის“ შენობაში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობს შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. „გუშინ მოგვმართა ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ჟურნალისტმა და აცხადებდა, რომ მას ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ინფორმაცია, რომ „ალბატროსის“ შენობაში ნარკოტიკული ნივთიერება იყო. შესაბამისად, პოლიციამ დაიწყო გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც ამ წუთამდე გრძელდება“,- აცხადებენ შსს-ში. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის. გამოძიება სსკ-ის 265-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)