|
2018-06-30 13:35:19, 811 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - გახმოვანდა პოზიცია, ხომ არ არის ნაჩქარევი მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა
„გახმოვანდა პოზიცია, რომ ხომ არ არის ერთ-ერთ რეკომენდაციასთან [მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება] დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე მსჯელობა ნაჩქარევი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ ომბუდსმენის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეხვედრაზე ძალიან საინტერესო აზრები იქნა გამოთქმული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან. მათ შორის გახმოვანდა პოზიცია, რომ ხომ არ არის ერთ-ერთ რეკომენდაციასთან [მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება] დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე მსჯელობა ნაჩქარევი, იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით გამოკითხული არ არიან და ჩვენც ამას ვამბობდით ბოლო დღეების განმავლობაში. მეორე რეკომენდაციასთან [გ.მ.-ს სხეულის დაზიანებაზე საქმის ცალკე გამოყოფა] დაკავშირებით შეიძლება თანხმობაც კი იყოს, იმიტომ, რომ ეს არ არის რაღაც პრინციპული საკითხი. ასევე დაისვა საკითხი ხომ არ არის გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რამდენად აქვს კომისიას უფლება გასცეს რეკომენდაცია, რომ კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რამდენად არის ამ პირის ქმედებაში დღევანდელი მოცემულობით და მტკიცებულებებით იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაში მოცემული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 14:00 საათზეა ჩანიშნული.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)