|
2018-06-29 14:41:01, 535 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ფესტივალი „ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები“ ტარდება
29-30 ივნისს, ბათუმში ხელოვნების საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ფესტივალი "ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები " ჩატარდება. ფესტივალში 6 ქვეყნის: ლატვიის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსის, რუსეთისა და საქართველოს 450 ხელოვანი, 30 შემოქმედებითი ანსამბლი და 50 ინდივიდუალური შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის მიზანია საქართველოში კულტურული ტურიზმის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ხელოვანების ერთმანეთთან დაახლოება და გამოცდილების გაზიარება. ფესტივალი მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს. მათ შორის: რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ნიჭიერი ქართველი და უცხოელი პიანისტების კონკურსი გაიმართება. ასევე, საათიდან აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,არსიანი'' დარბაზში ბათუმელი ხელოვანებისგან შემდგარი სპეციალური ჟიური ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის საუკეთესო ანსამბლებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს გამოავლენს. 30 ივნისს 12:00 საათზე, ქართული სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციის მიზნით ქართველი ხელოვანები ფესტივალის უცხოელი მონაწილეებისათვის მასტერკლასებს ჩაატარებენ. პარალელურად, ევროპის მოედანზე აგრარული და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა მოეწყობა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას. 17:00 საათზე კი ფესტივალის მონაწილეების ფლეშმობი შესრულდება, რის შემდეგაც ევროპის მოედანზე ფესტივალის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება. ფესტივალი იმართება ივენთ კომპანია "GEO STUMARI"-ის ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საინფორმაციო მხარდაჭერით. ღონისძიებების ფინანსურ ნაწილს უზრუნველყოფს კომპანია GEO STUMARI, რაც კულტურის კომერციალიზაციის პრეცედენტს ქმნის. პროექტში 20-მდე ბათუმელი ხელოვანი და მოხალისეა დასაქმებული.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)