|
2018-06-29 14:24:26, 964 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო: დევნილთა სამინისტროს და მისი ფუნქციების დაყოფა უწყების ადმინისტრირებას არ გაართულებს
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილთა სამინისტროს ფუნქციების დაყოფა უწყების ადმინისტრირებას არ გაართულებს. სერგეენკოს თქმით, დევნილთა სამინისტროს ფუნქციების შემსრულებლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. „პირობითად დღევანდელი დევნილთა სამინისტროს ფუნქციები რომ გავყოთ სამნაწილად: ერთი არის ინფრასტრუქტურული, მეორე არის შედარებით მცირე, ვთქვათ „ლტოლვილის“ სტატუსის მინიჭება, მათი სპეციალური უფლებების აღიარება, ეს გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველაფერი დანარჩენი, სოციალური პოლიტიკის შემუშავება, დახმარებების ადმინინსტრირება, ეს ყველაფერი გადმოდის ჯერჯერობით შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში. კითხვაზე პასუხი გაართულებს თუ არა ეს ადმინისტრირებას არის ასეთი - არ გაართულებს მე ასე ვფიქრობ, რადგან ამ ფუნქციის განმახორციელებლები, ასევე გადმოდიან სამინისტროს შემადგენლობაში და ისინიისევ გააგრძელებენ ამ ფუნქციის შესრულებას რასაც აკეთებდნენ. დევნილთა სამინისტროს დაყოფა და მისი ფუნქციების დაყოფა არ გაართულეებს ადმინისტრირებას, ამ ფუნქციის განმახორციელებლები, ასევე გადმოდიან სამინისტროს შემადგენლობაში“, -აღნიშნა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)