|
2018-06-28 18:14:53, 840 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა
ბრიტანეთის საელჩომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საქართველოსადმი მიძღვნილ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებას ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი უძღვებოდა. საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი „GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection'' საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა. მასზე ისტორიკოსმა ნიკოლოზ ალექსიძემ იმუშავა, ხოლო მისი გამოცემა თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა. „GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection'' ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექცია შეიცავს წლების მანძილზე ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ და უნივერსიტეტისთვის გადაცემულ მასალას; მათ შორის, უძველეს ქართულ ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებსა და საარქივო დოკუმენტებს. წიგნის შეძენა ამჟამად Amazon.com-იდან არის შესაძლებელი, უახლოეს მომავალში ის ქართულ სავაჭრო ქსელებშიც იქნება ხელმისაწვდომი. მიღებას ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეანის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჯილიან ევისონი, წიგნის ავტორი ნიკოლოზ ალექსიძე, ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევარები,სამეცნიერო წრეების წარმოამდგენლები და თიბისის დამფუძნებლები ესწრებოდნენ.
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)