|
2018-06-28 16:41:25, 525 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლოს სკოლა 2 წლისაა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ორი წლისაა. საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში DIB სკოლის როლზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, DIB სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. ამ კონტექსტში მან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და ნატოს ექსპერტთა ჯგუფს, პროექტის ლიდერ და მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორ ქვეყანას, გერმანიას, ასევე, ნიდერლანდების სამეფოს, იტალიას, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. DIB-სკოლის გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სტუმრებს ანგარიში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია გვენეტაძემ წარუდგინა. ღონისძიება ოფიციალური მიღებით გაგრძელდა, რომელიც მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ბენდმა გააფორმა. სკოლის ორი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოპუსის, არასამთავრობო სექტორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ვითარდება. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და გადამზადებული პერსონალის რაოდენობის შესახებ ანგარიშში აღნიშნა და ხაზი გაუსვა იმ როლს, რომელსაც სკოლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებისათვის ასრულებს.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)