01:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 14:25:58, 636 ნახვა

საზოგადოება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესში ცვლილება წლის ბოლომდე ამოქმედდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

„პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ქალაქებში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტების გამო. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მხოლოდ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით, მართვის უფლების მოპოვების მსურველი მოქალაქე, თეორიული გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს დახურულ მოედანზე ჩააბარებს და პოტენციური მძღოლი მხოლოდ ამის შემდეგ  გადავა ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე“, - აცხადებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics