00:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 17:35:02, 583 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

კრწანისის რაიონში, ფონიჭალა 3-ის N26 კორპუსის მიმდებარედ, ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.

სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად დაისხა ბეტონის საფუძველი, მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო. ასევე, განახლდა ლითონის მავთულბადიანი ღობე.

ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები სრულად რეაბილიტირდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. დასრულებულ სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო. 
 
„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, სპორტულ აქტივობებში ჩაერთონ. მათი სწორი მიმართულებით მოტივირება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა. რაიონში სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების გახსნა სწორედ ამას ემსახურება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ. 

ზემო ფონიჭალის სპორტული მოედნების რეაბილიტაციაზე, რომლითაც მოსახლეობა უკვე სარგებლობს, გამგეობის ბიუჯეტიდან 103 000 ლარი დაიხარჯა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics