20:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 17:18:21, 1025 ნახვა

საზოგადოება
საქონელი და მომსახურება 980 ათასი, „სხვა ხარჯები“ – 22 მილიონი - სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" დირექტორის, ზვიად როსტომაშვილის ბრძანების თანახმად, მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების შესყიდვაზე წელს 22 980 000 ლარი დაიხარჯება.

წიგნების შესყიდვა "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში მოხდება. ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის ბრძანებას მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოეწერა ხელი.

ბრძანებაში მითითებულია, რომ საქონლისა და მომსახურებისთვის, 980 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო დარჩენილი 22 მილიონი ლარი, სხვა ხარჯებს დაფარავს.

"ექსპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა იგულისხმება "სხვა ხარჯებში" და საქართველოს "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" დაუკავშირდა.

როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში განაცხადეს, 22 მილიონი ლარი არის სახელმძღვანელოების ბეჭდვის საფასური.

"მითითებული თანხა არის საერთო თანხა სახელმძღვანელოების შესასყიდად ყველა კლასისთვის. ჯერ შევისყიდეთ 7-12 კლასის სახელმძღვანელოები, რადგან 1-6 კლასს ახალი გრიფი ენიჭება და ახალ სახელმძღვანელოებს ვბეჭდავთ. 980 ათასში შედის სახელმძღვანელოების შესყიდვა, დისტრიბუცია და ხელფასები, ხოლო 22 მილიონი ლარი არის ბეჭდვის და გამომცემლობებისგან რაც შევისყიდეთ, ის თანხა. ეს თანხა გვჭირდება იმ სახელმძღვანელოების შესასყიდად, რაც პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული. საერთო ჯამში, 23 მილიონში შედის ბეჭდვა, დისტრიბუცია, საწყობში მომუშავე ხალხის ხელფასები და ასე შემდეგ", - აცხადებენ პრესსამსახურში.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics