|
2018-06-27 15:26:12, 585 ნახვა
რეგიონი
700-ზე მეტი გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი მთიან აჭარას გაეცნო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის პოპულარიზაციას. ამჯერად, სააგენტომ საქართველოში მოქმედი მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს მაჭახელას ხეობის ტურისტული პროდუქტები გააცნო. ინფოტურის მონაწილეებმა მთიან აჭარაში მოგზაურობა ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან დაიწყეს, სადაც 4000-ზე მეტი ექსპონატით აჭარაა წარმოდგენილი. მუზეუმის შემდეგ ისინი სოფელ მირვეთს ესტუმრნენ, სადაც ულამაზესი ბზების ხეივანი, ჩანჩქერი და თაღოვანი ხიდი დაათვალიერეს. მაჭახელას ხეობაში სტუმრობისას კი ინფოტურის მონაწილეებმა მაჭახელას თოფის ტურისტული მარშრუტი გაიარეს, რომელიც გვარას ციხეს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ქვემეხს, მაჭახელას თოფის მონუმენტს, ცხემლარას თაღოვან ხიდსა და ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს მოიცავს. ისინი მაჭახელას ფოლკლორული გუნდის მიერ შესრულებულ ცეკვებსაც დაესწრნენ და საოჯახო-სასტუმრო სახლში ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში არასაზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება/პოპულარიზაციის მიმართულებით მუშაობს. დღემდე მთიან აჭარაში 15-მდე სხვადასხვა თემატიკის ტურისტული მარშრუტის განვითარება მოხდა, რომელთა პოპულარიზაციის მიზნით სააგენტომ ბოლო ორ წელში 700-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა.
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)