|
2018-06-27 13:43:20, 1031 ნახვა
სამართალი
„გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი განყოფილებაში დაიბარეს - მას კანაფის შენახვას ედავებიან
გირჩის წევრის, ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი ნიკა ობოლაძე 2 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "გირჩის" პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც პარტიის მიერ გავრცელლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ობოლაძეს მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების (კანაფის) შენახვას ედავება. "2 მაისს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის, გირჩის ყოფილი ოფისის წინ (ქავთარაძის ქუჩაზე), კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა უხეში ფიზიკური მოქმედებებით სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც საკუთარი სამსახურის ოფისში შედიოდა. ამ ინციდენტში გირჩის წარმომადგენლები ჩაერივნენ, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მოდულის წინ) გადაიყვანეს, სადაც მათივე თქმით, მოქალაქე განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი ის, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რომელსაც ხელში კანაფის ძირიანი ქოთანი ეკავა. გირჩის წარმომადგენლებმა ქოთანი დემონსტრაციულად მიიტანეს პოლიციის განყოფილებასთან, რითიც განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს დასჯიდნენ, ისინიც უნდა დაეკავებინათ. აღსანიშნავია, რომ ობოლაძის დაკავებამდე ქოთანი გირჩის თითქმის ყველა წევრს ეკავა ხელში რიგრიგობით. ობოლაძე მოწმის სტატუსით დაკითხეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა დღეს პოლიციის განყოფილებაში მისულ ნიკა ობოლაძეს განუცხადეს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა, რადგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ქოთანში მცირე რაოდენობით კანაფი იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლითაა დაწყებული", - ნათქვამია "გირჩის" ინფორმაციაში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)