|
2018-06-27 12:09:56, 632 ნახვა
საზოგადოება
მერმა ზედამხედველობის სამსახურს საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ფასადების დაზიანების ფაქტების მოკვლევა დაავალა
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ფასადების დაზიანების ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება, შესაბამის სამსახურებს კი, მათი უმოკლეს ვადაში აღდგენა დაავალა. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისტორიულ ძეგლებზე კონდიციონერებით, გამათბობლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით ფასადების დაზიანების გახშირებულ ფაქტებს შემაშფოთებელი უწოდა და მოქალაქეებს ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. „2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ახალი აღმაშენებლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც დაახლოებით, 30 მილიონი ლარი დაიხარჯა. მერიის ინიციატივითა და დაფინანსებით, ასევე, ხორციელდება გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა. პროექტების ღირებულება ჯამში 110 მილიონი ლარია. ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანია, ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა და შენარჩუნება. მაქვს ფოტოსურათები, სადაც ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს იქ არსებული ისტორიული ძეგლები და შენობა-ნაგებობები, რაც ძალიან გულსადაწყვეტია. ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები სკვერებშიც ფიქსირდება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვანდალიზმის ფაქტები ძალიან ხშირია. „ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვუაროთ, აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ. მესმის, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დამახინჯების ხარჯზე. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. მეპატრონეები თვითონ უნდა იყვნენ პირველები, ვინც შენობა-ნაგებობებს დაიცავს. ჩვენ ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას გავაგრძელებთ და ამაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. თქვენი, მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, ვერ შევძლებთ თბილისს აღვუდგინოთ და მისი ისტორიული იერსახე შევუნარჩუნოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მოსახლეობამ გამგეობასთან შეთანხმებით, საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა სხვა ადგილზე უნდა გადაიტანოს, ხოლო ფასადების აღდგენისთვის საჭირო ხარჯებს მუნიციპალიტეტი გამოყოფს. „მინდა, დავავალო თბილისის ზედამხედველობის სამსახურს, დააფიქსიროს და აღრიცხოს თითოეული მსგავსი დაზიანება და ყველა მესაკუთრეს თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის გონივრული ვადა მისცეს. ის დაზიანებები, რაც ფასადებზეა, ჩვენი სახსრებით აღვადგენთ და მოვაწესრიგებთ. აღდგენის სამუშაოებში დედაქალაქის მერია, გამგეობა და „თბილისის განვითარების ფონდი“ ჩაერთვება. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში მოხდება დემონტაჟი, არ მოგვიწევს სხვა, უფრო მკაცრი ზომების მიღება და მომავალში მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)