|
2018-06-27 11:34:41, 473 ნახვა
საზოგადოება
„დოპელმაიერმა“ საქართველოს მთის კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალი გადაამზადა
საქართველოს სამთო კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, სვანეთსა და გოდერძიზე მომუშავე 89 სპეციალისტმა, რომლებიც ავსტრიული კომპანიის „დოპელმაიერის“ ფირმის საბაგიროებს ემსახურებიან, 22 დღის განმავლობაში, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასწავლო კურსი გაიარა და შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო. აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიასა’’ და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საბაგიროების მწარმოებელ კომპანია ,,დოპელმაიერს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების - ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და ჰაწვალის საბაგირო გზებზე მომსახურე პერსონალის გადამზადებას, საბაგიროს უსაფრთხო მართვასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ყოველწლიურად ტარდება როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. „ჩვენ აღნიშნულ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ. ასევე დაგეგმილია ფრანგული კომპანიის „პომას“ მიერ წარმოებულ საბაგიროებზე მომუშავე თანამშრომლების გადამზადება სვანეთსა და გუდაურში. უკვე გადამზადდა „ლეიტნერის“ ფირმის საბაგიროზე მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც ბაკურიანსა და სვანეთში საქმიანობენ,“ განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. „ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ უკეთესები, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გვქონდა თეორიული და პრაქტიკული სწავლება ოპერირების მენეჯმენტში, საბაგიროების მართვაში, საევაკუაციო სისტემებში“, - განაცხადა კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენელმა ბერნდ გრიზნერმა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)