|
2018-06-26 16:33:18, 1170 ნახვა
სამართალი
პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე გუშინ ტელეფონით ემუქრებოდა
ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ გუშინ, როდესაც საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებებს აძლევდა, მობილურ ტელეფონზე მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ამის შესახებ ფხაკაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მისი და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა გრძელდება. „გუშინ, როდესაც მე კომისიას ვაძლევდი ახსნა-განმარტებას, ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტებების შინაარსთან დაკავშირებით, რასაც მე კომისიას ვაძლევდი. აღნიშნულთან დაკავშირებით მე მივმართე შესაბამისი მოხსენებით კომპეტენტურ პირს და მოხდება შესაბამისი რეაგირება. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ჩემს მიერ ახსნა-განმარტების მიცემის პროცესი ხორციელდება გარკვეული პირების მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ“, - განაცხადა ფხაკაძემ. რაც შეეხება შეტყობინებების შინაარს, პროკურორმა აღნიშნა, რომ თუ კომისიის რომელიმე წევრი დაინტერესდება, შეტყობინებებს დახურულ სხდომაზე აჩვენებს. „რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, თუ კომისიის რომელიმე წევრი დაინტერესდება, მე შემიძლია ვაჩვენო ჩემს მობილურ ტელეფონში არსებული მუქარის შემცველი ტექსტები, თუმცა რადგან ეს არის პირადი შეურაცხყოფის შინაარსის, შემიძლია დახურულ სხდომაზე წარმოგიდგინოთ“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ. ამ განცხადების შემდეგ, კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ პროკურორის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესწავლა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საკითხს შესვებამდე, დახურულ ფორმატში განიხილავენ. ამის შემდეგ პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა: „რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მნიშვნელოვნად არ იქნა აღქმული, ეს ჩემი შეფასებაა. ეს მუქარა ხდებოდა აშკარად ბატონი ზაზა სარალიძის მიერ“, - აღნიშნა ფხაკაძემ.
გერმანია დაიწყებს სამიზნეებისა და იარაღის გადაცემას უკრაინაში რუსეთზე თავდასხმებისთვის
სოჭის პორტზე თავდასხმა, სავარაუდოდ, უპილოტო ნავებით განხორციელდა
გვარამია ღარიბაშვილზე - იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ამაში დარწმუნებული ვარ, ცრუ დასმენის მუხლით
ფაშინიანი: თუ რუსეთი გადაწყვეტს სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
ზედიზედ მეორე თვეა, რუსეთმა უკრაინის ფრონტზე 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)