01:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 14:26:01, 778 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შესაძლოა გაფართოვდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი შევა, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პირების მიმართ სანქციები დაწესდება, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა. მინისტრის განმარტებით, სანქციების აღსრულებაზე პასუხს იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები აგებენ. 

"ამ სიაში, როგორც უკვე პრემიერისგან მოისმინეთ, შედის 33 პირი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 1991 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება, ან მიმდინარეობდა წარსულში. შესაბამისად, ეს 33 პირი გახლავთ ბრალდებული, მსჯავრდებული, მძიმე დანაშაულებებისათვის. ცხადია, აქ შესულია ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული 2 ბრალდებული, და ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯი ოღლი, რომელიც ინტერპოლით იძებნება. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ასევე პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, განისაზღვრა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ, რომ დაწესდეს ყველა შესაძლო შეზღუდვა და ამაში შედის მათ შორის ქონებრივი, ფინანსური, გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, სიაში შემავალი პირების მიმართ. ასევე განისაზღვა ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან აღსრულებაზე - ესენი არიან იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამავდროულად პერიოდულად ანგარიშს წარუდგენენ, როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს ამის აღსრულების თაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ეს სია არ არის დახურული. სამართალდამცავი უწყებების მიერ გრძელდება გამოძიება და ახალი ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია ეს სია გაფართოვდეს, დაემატოს სხვა პირების ჩამონათვალი", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics