|
2018-06-25 18:45:38, 906 ნახვა
კომენტარი
შორეული ნაოსნობის კაპიტანი ანზორ დიასამიძე: გამიხარდა რომ მთავრობა გეგმავს ფლოტის აღორძინებას
„პრემიერის ნათქვამი მომეწონა, გამიხარდა კიდეც, რომ მთავრობა გეგმავს ფლოტის აღორძინებას", ასე გამოეხმაურა შორეული ნაოსნობის კაპიტანი ანზორ დიასამიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას, რომ იგეგმება ჩვენი საკუთარი ფლოტის განვითარება. მისივე თქმით, 11 ათას მეზღვაურს, საშუალო გათვლებით, 1 მილიარდამდე ლარი შემოაქვს სახელმწიფოში და უზრუნველყოფილია მინიმუმ 11 000 ოჯახი. "როგორც ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება გვიჩვენებს, სულ ცოტა 5 ოჯახს ერთი მეზღვაური უვლის და შემოაქვს 5 ოჯახის შემოსავალი. როდესაც გეყოლება შენი ფლოტი, გექნება შენი მენეჯმენტი, როცა შეგეძლება საკუთარი ქვეყნის ფლოტის მართვა, საზღვაო სფეროში დღეს არსებული ყველა პრობლემა ერთდროულად მოიხსნება. თავის დროზე, როდესაც ქართული ფლოტი გაიყიდა, თავად ვიყავი კაპიტანი და ვმეთაურობდი ტანკერ „ნოდარ დუმბაძეს." რატომ და რისთვის გაიყიდა ფლოტი, ჩვენთვის უცნობია და ალბათ სათანადო ორგანოები გაარკვევენ ამას. ეს ფლოტი მუშაობდა რენტაბელურად, შემოჰქონდა შემოსავალი ქვეყნისთვის და დასაქმებული იყო, სულ ცოტა 5000 ათასი მეზღვაური", - აღნიშნა ანზორ დიასამიძემ. მისი თქმით, საქართველოში გვყავს სულ ცოტა 11 ათასი მეზღვაური, რომლებიც საზღვარგარეთ სხვადასხვა გემთმფლობელ კომპანიებში მოღვაწეობენ და არ გაგვაჩნია საკუთარი ფლოტი. საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ერთ დროს ძლიერი ქართული ფლოტის გემები ჯართის ფასად გაიყიდა, დღეს ეს გემები სხვა სახელმწიფოების დროშის ქვეშ ცურავს. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის უფრო ეფექტურად ინტეგრირება მსოფლიოს გლობალურ ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და შესაბამისად, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ტრანსპორტის პროფესიების განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
(NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)