21:36 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 18:12:43, 625 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა  გრძელდება.  

გლდანის მე-2 მიკრორაიონის N41-42-43 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დაახლოებით, 600 კვ.მ ფართობზე, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები, ბორდიური, საბავშვო-გასართობი მოედანი და მოსასვენებელი პავილიონები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათება. 

გლდანის ლუწ მიკრორაინში კი, ოთხ მისამართზე, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორის, გმირი კურსანტების მეორე შესახვევის N3 კორპუსის მიმდებარედ, ახალი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. 

სკვერის მოწყობის სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი“, სპორტული მოედნების სამუშაოებს კი, შპს „პე-ბე“ აწარმოებს.

მეორე მიკრორაინის N31, ასევე, მე-4 მიკრორაიონის N93-94 და „ა“ მიკრორაიონის N1, N58-68 კორპუსების მიმდებარედ, მცირე ზომის სკვერების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, 110 კვ.მ ფართობზე საბავშვო-გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, გულია გოცირიძესა და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics