20:41 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 14:21:24, 850 ნახვა

საზოგადოება
„აქ ხართ დაკითხვაზე, თქვენი შეფასებები არ გვაინტერესებს“ - საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს [ვიდეო]

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

გამოკითხვის მიმდინარეობისას ზვიად ფკახაძეს „ვროპული საქართველოს“ წევრებმა საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, პროკურორი კი ითხოვდა, რომ პასუხის ამომწურავად გაცემის საშუალება მიეცათ.

„ბატონო ზვიად, აშკარად გვეკამათებით და დებატებში შემოდიხართ. მოთმინებით ბატონო ზვიად, აქ თქვენ ხართ დაკითხვაზე გასაგებია თქვენთვის?! ვინც კითხვას გისვამთ, ის უნდა დააკმაყოფილოთ ან არ დააკმაყოფილოთ. თუ თქვენ უკმარისობის გრძნობა გექნებათ, გაქვთ ბრიფინგის ჩატარების საშუალებაც. სამუშაო პროცესი ასეთია, კომისიის წევრები გისვამენ კითხვას, თქვენ პასუხობთ კი ან არა და ვინც კითხვა დაგისვათ იმის საქმეა შემდეგ კითხვაზე გადავა თუ არა. თქვენი შეფასებები და მორალის კითხვა არ გვაინტერესებს. იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას“, - მიმართა კომისიის წევრმა გიგა ბოკერიამ პროკურორ ზვიად ფკახაძეს.

ბოკერიას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა:

„რა მიკვირს იცით? ოთარ კახიძე და ირაკლი აბესაძემ სვამენ შეკითხვებს და რასაც ვუყურებ კონსტრუქციულ ფორმატში მიდის ეს ყველაფერი. გიგა ბოკერია რატომ ღიზიანდება ვერ ვიგებ. კომისიის თავმჯდომარე ცდილობს, პროცესი კონსტრუქციულად წარმართოს და ბატონო გიგა, იქნება გვითხრათ რა გაღიზიანებთ? დაგვაცადეთ“, - მიმართა ოხანაშვილმა ბოკერიას.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics