|
2018-06-25 14:06:39, 541 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ბათუმის ნავმისადგომთან შეკრებილ მეზღვაურებს, სტუდენტებსა და ღონისძიების სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ პროფესიული დღე მიულოცეს. საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მეზღვაურთა როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. "იყო მეზღვაური ნიშნავს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენელი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ეკონომიკისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენი პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში. დღეს ჩვენ საზღვაო სასწავლებლების ისტორიაში პირველად გავუშვებთ საწვრთნელ გემს "კადეტი". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის",- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. რეგიონის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა საზღვაო მიმართულებით განათლების მნიშვნელობასა და ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს. მისი თქმით, საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ- მინისტრის აჭარაში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მეზღვაურთა პროფესიის მნიშვნელობას და მის კავშირს ზღვისპირა ქალაქთან. "საზღვაო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას პროფესიონალი კადრები სჭირდება. ამ კუთხით ბათუმში მართლაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. საზღვაო მიმართულებით არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის კვალიფიციურ კადრებს ამზადებენ. ყოველწლიურად იზრდება უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთიდან" ,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ზურაბ პატარაძემ. მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ზღვაზე ჩადენილი სიმამაცისთვის ქართველ მეზღვაურებს ჯილდო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა გადასცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი, ჯილდო გარდაცვლილი კაპიტნის შაქრო ვარშანიძის შვილს პირადად გადასცა. გარდაცვლილი მეზღვაურების საპატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. ცერემონიალის ბოლოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ისტორიაში პირველად გემი „კადეტი" პირველ საერთაშორისო ნაოსნობაში გაემგზავრა.
(NS)
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)