|
2018-06-25 13:07:32, 810 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენელი - ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მაცხოვრებლებმა გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღეს
ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღეს, - ასე უპასუხა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა კახა სირაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის შეკითხვას. კახიძე დაინტერესდა, რატომ არ დაილუქა მოზარდების მკვლელობის ადგილზე არსებული ფარდული და რატომ მოხდა მისი დემონტაჟი. „საპროცესო კოდექსის 125-ე -127-ე კოდექსის მუხლების თანახმად, შემთხვევის ადგილი არის ის ადგილი, სადაც დანაშაული მოხდა, შესაბამისად უფლებამოსილი პირი აწარმოებს იმ ადგილის დათვალიერებას. შემთხვევის ადგილი დაცული არის მანამდე, სანამ შემთხვევის ადგილი თვალიერდება. დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული იქნა ყველა შესაძლო კვალი, ნივთმტკიცება, საგანი, გადაღებული იქნა 400-მდე ფოტო სურათი. დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს იქაურმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ჩვენგან დამოუკიდებლად. ეს ფარდული საყოველთაო საცხოვრებლის ფართიცაა, ეს წარმოადგენდა მაწანწალა ძაღლების თავშესაფარს და თვითონ მოსახლეობაც წუხდებოდა. ამ ფარდულის აღდგენა შესაძლებელია, აღდგენადია ეს პროცესი, მთლიანი კონსტრუქციის დემონტაჟი არ მომხდარა, ფარდული დანაშაულის ერთ-ერთი კერაა, მაგრამ მასში შემთხვევის ყველა მონაწილე არ იმყოფებოდა“, - აღნიშნა კახა სირაძემ. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. გამოკითხვაზე მყოფმა მშობლებმა, ადვოკატებთან ერთად, კომისიის წევრებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და მოზარდების მკვლელობის საგამოძიებო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)