|
2018-06-25 09:53:52, 898 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, ხოლო ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან
საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ოლიმპიელებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. „თითოეული თქვენგანი საქართველოს გმირია. თქვენი შრომა ნათელი დასტურია იმისა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ეს არის ჩვენი, ქართველების ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათი და თქვენ ამის საუკეთესო მაგალითი ხართ. მინდა, თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ჩვენ, მედლების რაოდენობით მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანაში შევდივართ. ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა და ამ ყველაფერს კიდევ უფრო განმტკიცება და გაძლიერება სჭირდება",- მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიელებს. მამუკა ბახტაძემ 85 წლის იუბილე მიულოცა მსოფლიო რეკორდსმენ ნადეჟდა დვალიშვილს და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას საქართველოს წარმატება. პრემიერის თქმით, სპორტი იქნება ყველაზე დიდი პრიორიტეტი, რომლის განვითარებას მთავრობა დიდ ყურადღებას დაუთმობს. „ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმალურ პრიორიტეტს მივანიჭებთ განათლებას და განათლება ვერასოდეს იქნება წარმატებული, თუ მას არ ახლავს სპორტული კომპონენტი. მე სპორტსმენი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს სპორტს იმისთვის, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს ის ფასეულობები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა შექმნას ძლიერი და წარმატებული საქართველო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ღონისძიებას, ქართველ ოლიმპიელებთან ერთად, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ვიცე-პრეზიდენტი ნილს ნიგაარდი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ნილს ნიგაარდის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერ-მინისტრი ჰყავს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)